აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ იგი დადებითად უყურებს ირლანდიის გაერთიანების პერსპექტივას.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა:

"არ მინდა რაიმე პრობლემები შევქმნა, მაგრამ გეტყვით, რომ სიამოვნებით ვნახავდი მას გაერთიანებულს. ჩემი აზრით, ეს ისედაც მოხდება დროთა განმავლობაში... ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური რამ იქნებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, გაერთიანებულ სამეფოსაც ექნება სათქმელი ამაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი საქმე იქნებოდა".

ოფიციალური ლონდონი და ჩრდილოეთ ირლანდიის ძალები კრიტიკულად შეხვდნენ აშშ-ის ლიდერის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონის კონსტიტუციური მომავალი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პრეზიდენტები ტრადიციულად, ცდილობენ ნეიტრალურობის შენარჩუნებას ამ საკითხში, ტრამპის ღიად დაფიქსირებულმა პოზიციამ ირლანდიის გაერთიანების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად აქცია.