ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფაინენშალ ტაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
კვირას, „ფაინენშალ ტაიმსთან“ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ მოკავშირების მხრიდან სამხედრო დახმარებას მოელის ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში. ისევე ასე შეეხო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ამ თვის ბოლოს დაგეგმილ სამიტს და აღნიშნა, რომ შესაძლოა სამიტი გადაიდოს, რათა ამ გზით მოხდეს მნიშვნელოვანი საწყლოსნო გზის გახსნაში დახმარებისთვის პეკინზე ზეწოლა.
„ლოგიკურია, რომ ქვეყნები, რომლებიც სრუტით სარგებელს იღებენ, უზრუნველყოფდნენ, იქ ცუდი არაფერი მოხდეს“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ევროპა და ჩინეთი აშშ-სგან განსხვავებით, სპარსეთის ყურის ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი.
„თუ პასუხი არ იქნება, ან უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, - დასძინა მან.
ტრამპმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მან მოუწოდა ჩინეთს, საფრანგეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და დიდ ბრიტანეთს, შეუერთდნენ „ერთობლივ ძალისხმევას“ ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
გაფრთხილების მიუხედავად, ტრამპს არ სჯერა, რომ აშშ-ის მოკავშირეები მის თხოვნას გაითვალისწინებდნენ.
„ჩვენ გვყავს ორგანიზაცია, სახელწოდებით ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ გვჭირდებოდა დავხმარებოდით მათ უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ათასობით მილის დაშორებითაა... მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი ჩვენ. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი საერთოდ დაგვეხმარებიან“.
თხოვნას, დაეზუსტებინა, მან უპასუხა: „ნებისმიერი სახის“ და დაამატა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმსატრალავი ხომალდები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე შეერთებულ შტატებს.
ტრამპმა მიანიშნა, რომ მას ევროპული სპეციალური ძალები ან სხვა სამხედრო დახმარება სჭირდებოდა ირანელების გასანადგურებლად, რომლებიც სპარსეთის ყურეში დრონებითა და საზღვაო ნაღმებით „პრობლემებს ქმნიან“.
ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვუტევთ. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ სრუტეში მცირედი პრობლემები შექმნან და ის ადამიანები, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებელს იღებენ, უნდა დაგვეხმარონ სიტუაციის კონტროლში. ჩვენ დავეხმარებით მათ. თუმცა, ისინი ასევე მზად უნდა იყვნენ. რამდენიმე ადამიანისთვის თვალყურის დევნას ბევრი ადამიანი სჭირდება - თქვა ტრამპმა და
„ვფიქრობ, ჩინეთიც უნდა დაგვეხმაროს, რადგან ჩინეთი ნავთობის 90%-ს სრუტის გავლით იღებს“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სურს წინასწარ, ჩინეთში დაგეგმილ ვიზიტამდე იცოდეს, დაეხმარება თუ არა ჩინეთი.
„ჩვენ წინასწარ გვინდა ვიცოდეთ. ეს <ორი კვირა> დიდი დროა“, სამიტი შეიძლება გადაიდოს, „შესაძლოა გადავდოთ“, - დასძინა მან და არ დააკონკრეტა, რამდენი ხნით შეიძლება გადაიდოს.
„ფაინენშალ ტაიმსთან“ ინტერვიუმდე ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ესაუბრა და განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის რეაქციის გამო.
„დიდი ბრიტანეთი შეიძლება ჩაითვალოს ნომერ პირველ მოკავშირედ, ყველაზე ხანგრძლივი სამსახურის მქონე ქვეყნად, ქვეყნად, რომელაც მოკავშირედ მსახურების რანგში ყველაზე დიდი სტაჟი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც მათ ვთხოვე დასახმარებლად მოსვლა, მათ ეს არ ისურვეს და როცა პრაქტიკულად გავაქრეთ ირანის საფრთხე, მათ მითხრეს: „კარგი, ჩვენ ორ გემს გავგზავნით“, მე კი ვუთხარი: „ეს გემები გამარჯვებამდე გვჭირდება და არა გამარჯვების შემდეგ“. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო - ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა“.
ტრამპის თქმით, ნებისმიერი საფრთხე მოკავშირეებისთვის, რომლებიც თავიანთ ძალებს სპარსეთის ყურეში გადაიყვანენ, მინიმალური იქნებოდა, რადგან აშშ-მ და ისრაელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაანადგურეს ირანის სამხედრო შესაძლებლობები.
„ჩვენ ფაქტობრივად დავამარცხეთ ირანი. მათ არ ჰყავთ არც საზღვაო ფლოტი, არც საჰაერო ძალები და არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. არაფერი აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, ესაა მცირე დივერსიის გამოწვევა საწყლოსნო გზის დანაღმვით. სამწუხაროა, მაგრამ ამან შეიძლება პრობლემები შექმნას“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა, რომ აშშ მზად იყო კიდევ უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრზე, ხარგის კუნძულზე, აგრეთვე ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ყოფილიყო მიმართული.
„თქვენ ნახეთ, როგორ დავაზიანეთ გუშინ ხარგის კუნძული, ყველაფერი გავანადგურეთ მილების გარდა. ამის გაკეთება ჩვენ ხუთ წუთში შეგვიძლია. და ისინი ვერაფერს ვერ მოიმოქმედებენ“.
კითხვას, ეხმარებოდა თუ არა რუსეთი ირანს თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით აშშ-ის და ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე თავდასხმაში, ტრამპმა უპასუხა:
„არ ვიცი, მართალია თუ არა ეს. მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარკვეულწილად ვეხმარებოდით უკრაინას. ძნელი სათქმელია, „თქვენ ჩვენ გვესხმით თავს, მაგრამ ჩვენ ვეხმარებოდით უკრაინას“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯო ბაიდენმა, უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით და აღჭურვილობით გამოუყო. „ამიტომ ძნელი სათქმელია, „ვაუ, რას აკეთებთ?“ - როდესაც ჩვენც იმავეს ვაკეთებდით“, - წერს „ფაინენშალ ტაიმსი“.




