აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების ომში გამოყენება, შესაძლოა, დიდ ესკალაციას ნიშნავდეს.

„„ტომაჰავკები“ ძალიან საშიში იარაღია. ისინი წარმოუდგენელი იარაღია. ეს შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და ბევრ ცუდ რამეს. ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები“. ჩვენ არ გვინდა იმის გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა, რომ „ტომაჰავკების“ სანაცვლოდ, უკრაინა მიაწვდის ამერიკას საკუთარი წარმოების ათასობით უპილოტო საფრენ აპარატს. ზელენსკის თქმით, ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტს შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა ხარისხიან უპილოტო აპარატებს აწარმოებს.

„ჩვენ ახლა ბევრი უპილოტო საფრენი აპარატი გვაქვს. ვაწარმოებთ საკუთარ დრონებს, მაგრამ ასევე ვყიდულობთ სხვებისგან, ისინი ძალიან კარგ დრონებს აწარმოებენ“.

ტრამპის თქმით, სწორედ უკრაინაში ომის გამო, ბოლო წლებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ „წინა პლანზე წამოიწია“.

ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა გაიხსენა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს „ომი ერთ კვირაში უნდა მოეგო“, რუსული ტანკები რომ „ტალახში არ ჩარჩენილიყვნენ“.

თარგმანი: პირველი არხი