ჩემს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ახლახან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„ჩემ სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ახლახან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. შეხვედრის შემდეგ განახლებული ინფორმაცია გავაცანი ჩვენ ევროპელ მოკავშირეებს. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე მომდევნო დღეებსა და კვირებში“, -წერს ტრამპი.

თარგმანი: პირველი არხი