დონალდ ტრამპი სოციალური მედიების საქციელს მის მიმართ კატასტროფულ შეცდომას უწოდებს

1610523230
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სოციალური მედიები კატასტროფულ შეცდომას უშვებენ მის მიმართ. იგულისხმება ვაშინგტონში მომხდარი არეულობების შემდეგ, დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა Twitter-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და სხვა სოციალურ მედიებში, მათ შორის Youtube-ზეც.
თეთრი სახლის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სოციალური ქსელები ყოფენ მოქალაქეებს, შუღლს აგდებენ მათ შორის და ასევე აჩვენებენ იმას, რაც მან დიდი ხნის განმავლობაში იწინასწარმეტყველა.
მანამდე Twitter-მა, Facebook-მა, Instagram-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში დაბლოკეს ტრამპის ანგარიშები, რაც ვაშინგტონში, კერძოდ კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობებს მოჰყვა.