შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიხ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით 5 წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული და ამჟამად სრულად აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად პარიზში იმყოფება, სირიაში მოვლენების განვითარებას თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

სირიის ოპოზიციურმა მებრძოლებმა, უპრეცედენტო და უარესად გულმოდგინედ კოორდინირებული თავდასხმებით, მრავალი ქალაქი სრულად დაიპყრეს, ახლა დამასკოს გარეუბანში იმყოფებიან და, როგორც ჩანს, ასადის დასამარცხებლად დიდი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან. რუსეთს, იმის გამო, რომ შებოჭილია უკრაინაში, სადაც  600 000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს ეს სვლა მთელი სირიის გავლით და დაიცვას ქვეყანა, რომელსაც  მრავალი წლის განმავლობაში იცავდნენ. სწორედ აქ არ შეასრულა ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი ვალდებულება, წითელი ხაზის დარღვევას არ უპასუხა (ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა წითელი ხაზით გადაკვეთა და შეერთებული შტატები ამას უპასუხოდ არ დატოვებდა - „აიპრესი") და მას შემდეგ, რაც  რუსეთი ჩაერია, ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ახლა მათ და, შესაძლოა, თავად ასადსაც, განდევნიან და ეს, ალბათ, ყველაზე კარგია იმ ვარიანტებიდან, რაც იქ შეიძლება დაემართოთ. რუსეთი სირიიდან განსაკუთრებულ სარგებელს, გარდა იმისა, რომ ობამა ნამდვილად სულელურად გამოიყურებოდა, არასდროს არ იღებდა. სირიაში სრული ქაოსია, მაგრამ სირია არ არის ჩვენი მეგობარი და შეერთებულ შტატებს არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ ამასთან. „ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. მიუშვით ნებაზე. არ ჩაერიოთ!" - წერს დონალდ ტრამპი.