დაახლოებით 45 წუთის წინ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოში მივიდა

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალ ტრამპი სასამართლოს შენობაში გვერდითი შესასვლელიდან შევიდა.

დონალდ ტრამპს სასამართლო შენობის მე-7 სართულზე გადაიყვანენ და იქ მას ბრალდებებს წაუკითხავენ და მის ადვოკატებს შეეძლებათ განიხილონ ისინი, სანამ ის უდანაშაულოდ აღიარების მიზნით წარდგება მოსამართლის წინაშე.  

შეერთებული შტატების პრესის ცნობით, დონალდ ტრამპს სურდა სასამართლო განხილვა მანჰეტენის ნაცვლად სტეიტენ-აილენდში გამართულიყო. ნიუ-იორკის ამ რაიონში რესპუბლიკელებს უფრო მეტი მომხრეები ჰყავთ და შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ფაქტს მისთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

სასამართლოს შენობაში  შესვლის წინ ტრამპი მომხრეებს მიესალმა, მანამდე კი სოციალურ ქსელში დაწერა:

მივემგზავრები ქვემო მანჰეტენისკენ, სასამართლოსკენ. ვაჰ, ძალიან სურეალური ჩანს - ისინი ჩემ დაჭერას აპირებენ  არ მჯერა, რომ ეს ხდება აშშ-ში. MAGA (Make America Great Again ანუ გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი არის ტრამპის ლოზუნგი - „აიპრესი")