აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  რომის პაპი ლეო XIV-ს ისევ აკრიტიკებს. ტრამპის თქმით, რომის პაპი "ბევრ კათოლიკეს საფრთხეში აგდებს".

აშშ-ის პრეზიდენტმა კონსერვატორ კომენტატორთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.

"რომის პაპს ურჩევნია ისაუბროს იმაზე, რომ ირანს შეიძლება ბირთვული იარაღის ჰქონდეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის საფრთხეში აგდებს ბევრ კათოლიკეს და ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თავად პაპზეა დამოკიდებული. მას მიაჩნია, რომ ირანისთვის სრულიად ნორმალურია ბირთვული იარაღის ფლობა", -  განაცხადა ტრამპმა.