მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ის შესანიშნავი ადამიანია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ხედავთ კიდეც, როგორ მიდის ყველაფერი. ჩვენ ბევრ ბიზნესს ვაწარმოებთ ჩინეთთან და ბევრ ფულსაც ვშოულობთ, ძალიან ბევრ ფულს. ეს განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ამაზეც ვისაუბრებ, ეს ერთ-ერთი თემა იქნება, მაგრამ ის ამ საკითხში ძალიან კეთილგანწყობილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ჩინეთი ნავთობის დაახლოებით 60%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს, თუმცა ქვეყანა აშშ-ისთვის გამოწვევად არასდროს ქცეულა.
„სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ მისი ნავთობის დაახლოებით 60% ჰორმუზის სრუტიდან მოდის და ვფიქრობ, ის ძალიან პატივისცემით არის განწყობილი. ჩინეთს ჩვენთვის გამოწვევა არ შეუქმნია. ისინი არ გვეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, ჩემ გამო ის ამას არ გააკეთებდა. ვფიქრობ, ის ძალიან პატივისცემით არის განწყობილი. ჩვენ კი შევთავაზეთ – თუ სურს, შეუძლია, თავისი გემები აშშ-ში გაგზავნოს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა, არის, რომ მე ვთქვი: გაგზავნეთ თქვენი გემები ტეხასში, ის არც ისე შორსაა. გაგზავნეთ ლუიზიანაში. გაგზავნეთ ალასკაში. ალასკა სინამდვილეში ძალიან ახლოს არის ბევრ აზიურ ქვეყანასთან – ხალხი ამას ვერ ხვდება“, – განაცხადა ტრამპმა.









