თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა კონფლიქტის მასშტაბები დააკნინა და აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.
"მე ამას მინი-ომს ვუწოდებ - მათ ხომ გემები აღარ დარჩათ", - განაცხადა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა შეთანხმებაზე უარის თქმით "უკეთესი ხარისხის" ხომალდები დაკარგა.
პრეზიდენტის თქმით, მას ერჩივნა ეს გემები ხელუხლებელი დარჩენილიყო, თუკი თეირანი შეთანხმებას დათანხმდებოდა.
"მე ვკითხე მათ: რატომ არ მიიღეთ შეთავაზება? რატომ გაუშვით გემები ზღვის ფსკერზე? მე მათი შენარჩუნება მსურდა", - დასძინა მან.







