15 აგვისტოს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +25, +30°; მთაში +24, +29°; მაღალმთაში +21, +26°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +25, +30°; მთაში +22, +27°; მაღალმთაში +18, +23°.

თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. დედაქალაქში ტემოერატურა +29° იქნება.