აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ კანზასში საარჩევნო მიტინგს არ დასწრებოდა.

„ავადმყოფი უნდა იყო, ასეთი კითხვა რომ დასვა. ავადმყოფი ხარ. ავადმყოფი ადამიანი ხარ. „როიტერი“ საშინელია. შეხედეთ ამ კაცს. ფორმაში არ არის. საზიზღრად გამოიყურები! ფორმაში ჩადექი. საშინლად გამოიყურები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.