აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნავთობკომპანიებს, რომ ამერიკელი მომხმარებლებისთვის საწვავის ფასები შეამცირონ.

ამასთან, ტრამპმა ამერიკული ნავთობკომპანია Chevron-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ უირთი გააკრიტიკა.

„Chevron-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ უირთმა, შესანიშნავ მარია ბარტირომოსთან ინტერვიუში ისაუბრა ყველა იმ მიზეზზე, რის გამოც მისი კომპანია ასე წარმატებულია. ერთადერთი, რაც მან გამოტოვა, არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გენიალურობის, წინდახედულობის, სიმტკიცისა და სტაბილურობის გარეშე, ნავთობის ინდუსტრია და თავად ჩვენი ქვეყანაც განადგურებული იქნებოდა. მაგალითად, მაიკი და Chevron-ი ვენესუელადან გააძევეს, მაგრამ ახლა ისინი იქ დაბრუნდნენ – ბევრად უფრო ძლიერები და მასშტაბურები, ვიდრე ოდესმე და უზარმაზარი მოგების მიღებას ელოდებიან. იგივე ეხება სხვა ნავთობკომპანიებსაც. მომხმარებლებისთვის (საცალო!) საწვავის ფასები ახლავე შეამცირეთ“, – წერს ტრამპი.