აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც ამერიკულმა ძალებმა გაანეიტრალეს, მკაცრი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ მათ სულს ამოვხდით. ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებულ აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივ დარტყმებამდე ერაყის ხელისუფლებასთან მოქმედებები წინასწარ შეათანხმა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნულ დაჯგუფებებს „მსოფლიოს კიბო“ უწოდა და არ გამორიცხა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგაც განხორციელდეს.