აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „წარმატებები“.

ამასთან, შეკითხვაზე, როდის ამოეწურება ირანის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა: „ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.

თარგმანი: პირველი არხი