აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.
„ისინი სულელები არ არიან, პირიქით, ძალიან ჭკვიანები არიან გარკვეული თვალსაზრისით“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.









