აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) მას უთხრა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ჰომოსექსუალია.

Fox News-ის წამყვანის კითხვაზე: "გითხრათ, თუ არა CIA-მ, რომ აიათოლა უმცროსი ჰომოსექსუალია?", ტრამპმა უპასუხა: "იცით, ისინი ასე მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არ ვიცი. ვფიქრობ, ბევრი ამბობს ამას. ეს ცუდად აისახება მის პერსპექტივაზე თავის ქვეყანაში".

თეთრი სახლის ლიდერს არ უთქვამს, თუ რა მტკიცებულებები აქვს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს.