აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს მუდმივად აგზავნის  სხვა მიმართულებით. ამის შესახებ Clash Report იუწყება.

ამრიგად,  მან დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი რეგულარულად ამისამართებს იარაღს სხვადასხვა რეგიონს შორის მიმდინარე საჭიროებების მიხედვით.

უკრაინის მიმართულებიდან ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გადატანის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას მან განაცხადა:

"ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა. ის სხვა ქვეყნებშია, მაგალითად, გერმანიაში და მთელ ევროპაში.

ყველაფერი იქ გვაქვს. და ხანდახან ერთი ადგილიდან ვიღებთ და მეორე ადგილისთვის ვიყენებთ", - განაცხადა ტრამპმა.