აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებს შეტევაზე გადასვლა სურს.

"მათ შეტევა სურთ. მე ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტირებისას.

ამასთან, მან რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი ცუდია მოსკოვის, როგორც დიდი ძალის, იმიჯისთვის.

"ის, რაც პრეზიდენტ პუტინისგან გვსურს, არის ამის შეჩერება: შეწყვიტოს უკრაინელების მკვლელობა და რუსების მკვლელობა, რადგან ის ბევრ რუსს კლავ", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს არის ომი, რომელიც მას ერთ კვირაში უნდა მოეგო, თუმცა უკვე ომის მეოთხე წელი იწყება.

"ეს ამ დიდ, ე.წ. ომის მანქანას კარგად არ წარმოაჩენს", - დასძინა ტრამპმა.