თეირანს ვაშინგტონის შანტაჟის უფლებას არ მივცემთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ირანთან ძალიან კარგი საუბრები მიმდინარეობს. ისინი „ცოტა საყვარლები“ გახდნენ, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ სურდათ სრუტის ხელახლა დაკეტვა, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და მკაცრ პოზიციას ვიკავებთ“, – განაცხადა ტრამპმა.










