აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი პრეტენზია წამოაყენა, რომელთაგან შვიდივე ყალბი იყო, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ღია იქნება თუ დახურული, ადგილზე განისაზღვრება და არა სოციალურ მედიაში.

„ამ ტყუილებით მათ ომი ვერ მოიგეს და მოლაპარაკებებშიც ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ. ბლოკადის გაგრძელებით ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება. ჰორმუზის სრუტეში გავლა „დანიშნული მარშრუტის“ მიხედვით და „ირანის ავტორიზაციის“ საფუძველზე განხორციელდება. სრუტის გახსნა თუ დახურვა და მისი მარეგულირებელი რეგულაციები განისაზღვრება სიტუაციის მიხედვით და არა სოციალური მედიის მიხედვით. მედიაომი და საზოგადოებრივი აზრის ინჟინერია ომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ირანელი ერი ამ ხრიკებით არ არის დაზარალებული“, – აღნიშნავს ირანის პარლამენტის სპიკერი.