აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა აღარ გაგრძელდეს რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ფასების ზრდის შესაკავებლად იყო შემოღებული.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა ამის შესახებ "დიდი შვიდეული" სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შეერთებულ შტატებს უკვე ეძლევა შესაძლებლობა, არ გაახანგრძლივოს ის გამონაკლისები, რომლებიც ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლებას აძლევდა.
"მალე ამის გაკეთებას შევძლებთ, რადგან ნავთობის მიწოდება უკვე აღდგა", - აღნიშნა ტრამპმა.








