შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა.

თეთრ სახლში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.  შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობით. შეხვედრების შემდეგ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება. ამ შეხვედრის შემდეგ, რომლის ადგილიც მოგვიანებით განისაზღვრება, გვექნება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის და უკრაინის  პრეზიდენტებს და ჩემს შორის. ეს იყო ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი ომში, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსეთთან და უკრაინასთან კოორდინაციას ახორციელებენ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის! - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.