ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში აკეთებს.
„აშშ-ს გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ სურდათ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ირანთან ბრძოლა. ახლა ეს ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია და მათთვის პრაქტიკულად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი უჩივიან ნავთობის მაღალ ფასებს, რომელთა გადახდაც უწევთ, მაგრამ უარს ამბობენ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე - მარტივ სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია. მათთვის ამის გაკეთება ძალიან ადვილია - რისკი მინიმალურია. ლაჩრები, და ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ!“ - წერს პრეზიდენტი.




