ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ ნიკოლა მადურო ქვეყნიდან გააძევეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის! პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.








