უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი უკრაინაში სასარგებლო იქნებოდა.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ის მზადაა მიმართოს უკრაინის პარლამენტს.
„მე ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს ჩამოსვლას. ის საუბრობს ომის დასრულების გეგმის მხარდაჭერაზე. მე მას ვუთხარი – გთხოვთ, სიხარულით ვიხილავთ მას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი თვითმფრინავით ჩაფრინდეს არა პოლონეთში, არამედ უშუალოდ უკრაინაში.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თუ ჩაფრინდება უკრაინაში, სასურველია, ის ჩაფრინდეს თვითმფრინავით არა პოლონეთში და შემდეგ მატარებლით იმგზავროს, არამედ ჩაფრინდეს უკრაინაში, მაშინ ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისთვის უკრაინაში მზად არიან ნებისმიერ დროს, როცა თავად დონალდ ტრამპი იქნება ამისთვის მზად.
თარგმანი: პირველი არხი




