აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კრიტიკულად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს და პარტნიორებთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის მიერ იმ გზის გაგრძელება, რომელიც უსამართლოა და "ცალმხრივ ხასიათს ატარებს". ტრამპი ხაზს უსვამს პარტნიორული ურთიერთობების ორმხრივობის პრინციპის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიმდინარე ურთიერთობები ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

"სასაცილოა, რომ აშშ აგრძელებს ამ ცალმხრივი გზით სვლას, მაშინ როდესაც ურთიერთობები არ არის ორმხრივი. ისინი ჩვენ გვერდით არ დადგნენ!" - წერს დონალდ ტრამპი.