აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრი განცხადება გაავრცელა და საწვავის რეალიზატორებს ფასების სწრაფი შემცირებისკენ მოუწოდა.

ტრამპის განცხადებით, ბენზინის ფასი გალონზე დაახლოებით 2.50 დოლარამდე უნდა შემცირდეს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა:

"სრულიად უკანონოა ის, რასაც ნავთობკომპანიები აკეთებენ; მათ დაუყოვნებლივ უნდა დასწიონ ფასები. ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ეცემა, თუმცა ამერიკელი მომხმარებელი ამას ვერ გრძნობს. თუ ფასები არ დასტაბილურდება, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ ზომებს – ეს არის ხელოვნური ფასწარმოქმნა, რაც სერიოზულ შედეგებთან იქნება დაკავშირებული."

ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, შეისწავლონ ნავთობკომპანიების საცალო პოლიტიკა "ფასების უკანონო მანიპულაციის" ნიშნების გამოსავლენად.

პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია სიტუაცია, როდესაც ნედლი ნავთობის ღირებულების კლება არ აისახება ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე.

აშშ-ში ბენზინის მაღალი ფასი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ებრძვის ქვეყანაში ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის გამოიყენოს ყველა ბერკეტი, მათ შორის სტრატეგიული ნავთობის რეზერვების გამოყენება ან რეგულაციების გამკაცრება, რათა მომხმარებლებისთვის საწვავზე ფასები ხელმისაწვდომი გახდეს.