თაღლითური "ჟურნალისტიკა" არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარკვეულ ტელეარხებს "უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის".

"რატომ არ იხდიან ABC და NBC FAKE NEWS, მსოფლიოს ორი ყველაზე ცუდი და მიკერძოებული ტელეარხი წელიწადში მილიონობით დოლარს ლიცენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის, მაგრამ სულ მცირე, დიდი თანხა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ აქვთ ყველაზე ღირებული ეთერის გამოყენების პრივილეგია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. თაღლითური "ჟურნალისტიკა" არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს", – წერს დონალდ ტრამპი.