დონალდ ტრამპმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტის წერილს, რომელშიც დონალდ ტრამპი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ხოლო თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრს შთააგონებს. ამ მნიშვნელოვან დღეს იცოდეთ, რომ აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი მომავლის, როგორც დამოუკიდებელი ერისა", – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოვიდა დრო, "ბოლო მოეღოს უაზრო მკვლელობებს".
"აშშ მხარს უჭერს დარეგულირების მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგი იქნება მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა, ბოლოს მოუღებს სისხლის ღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას", – წერს ტრამპი.