ამერიკის პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა მამის ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელშიც ის "სუპერმენის“ ფორმაშია გამოსახული. ფოტოს დონალდ ტრამპ უმცროსი პირად Instagram-ზე ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა ფოტოსურათს კომენტარი დაურთო და ყველას კარგი შაბათ-კვირა უსურვა.

ივლისში, დონალდ ტრამპს უმცროსმა Instagram-ზე დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თითქოს დონალდ ტრამპი CNN-ის თვითმფრინავს აგდებს. როგორც ცნობილია ამერიკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN "ყალბი ამბების" შექმნაში არაერთხელ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ამერიკულ პრესას ხშირად აკრიტიკებს.

თებერვლის შუა რიცხვებში, მან განაცხადა, რომ გამოცემა The New York Times და სატელევიზიო არხები: ABC, CBS, CNN "ხალხის მტრები" არიან, რადგან ისინი "ყალბ ახალ ამბებს" ავრცელებენ.