მე ხაზი გავუსვი ორ პრინციპს, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. პირველი – არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე; მეორე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა, - ამის შესახებ კულებამ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
„მე ისტორიის, დღევანდელი მოვლენების მაგალითზე ავუხსენი, რომ უკრაინა პუტინის არცერთი ულტიმატუმის, პუტინის არცერთი საშინელი სამხედრო დარტყმის წინაშე არ მოდრეკილა. და უკრაინა არასდროს, არცერთი სანტიმეტრით მოიდრიკება, თუ ვინმე მსოფლიოში, განურჩევლად იმისა, მსოფლიოს რომელ ნაწილშია, ეცდება ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს…
მე ხაზი გავუსვი ორ პრინციპს, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. პირველი – არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე; მეორე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. თუ ეს ორი პრინციპი იქნება დაცული, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოლაპარაკებების გამართვა და ნებისმიერი გადაწყვეტილებების განხილვა“, – განაცხადა კულებამ.