უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მზაობაზე ზავის შესახებ.
კულებას თქმით, "პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი".
როგორც მან აღნიშნა, "პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია".
„რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული "წყაროები", რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან? პასუხი მარტივია – პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი.
მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა.
სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.