კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა "დიალოგში ჩაერთოს" საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"მან განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მაკრონთან დიალოგისთვის. ამიტომ, თუ ორმხრივი პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის.








