კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს შესაძლო დარტყმა ირანზე ახლო აღმოსავლეთში სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა სერიოზულად გააუარესოს სიტუაცია რეგიონში.

რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობისთვის. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ კვლავ გვსურს, ველოდოთ თავშეკავებას ყველა დაინტერესებული მხარისგან და, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებსაც ისინი სასწრაფოდ მიიჩნევენ". - თქვა პესკოვმა.