რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შობის დღესასწაულის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"პრეზიდენტმა უკვე მიულოცა ტრამპს შობა და გაუგზავნა მას მისალოცი ტელეგრაფი" - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, პუტინი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისი პრეზიდენტობის დროს შობის დღესასწაულის მისალოც წერილს არ უგზავნიდა.




