რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს "ბანდერას უკრაინის" კურსისკენ უბიძგებს.
"განსაკუთრებით საშიშია, რომ მედროვე ლიდერი ნიკოლი აქტიურად უბიძგებს სამშობლოს ბანდერას უკრაინის სამწუხარო გზაზე," - განაცხადა მედვედევმა ჟურნალისტებთან.
მედვედევის თქმით, ფაშინიანმა სომხეთის ლიდერის რანგში ვერ დააფასა მოსკოვის მხრიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა.
მან ასევე განაცხადა, რომ ფაშინიანმა, მიუხედავად ერევნისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით მიღებული შეღავათებისა, უარი თქვა კავშირის სამიტებში მონაწილეობაზე და ერევანში "რუსეთის საზიზღარ მტრებს" მასპინძლობს.








