კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ რუსული დიზელის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე დაიწყო.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„დიზელი უკვე აღწევს მსოფლიო ბაზრებს და მოსალოდნელია, რომ ეს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა მათი სრულად დასტაბილურებისთვის საკმარისი არ იქნება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
„როიტერის“ მონაცემებით, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკიდან დიზელის ექსპორტისთვის ტანკერების დატვირთვა განაახლა.
მედიის ცნობით, 13 ოქტომბერს ტანკერზე დაახლოებით 40 ათასი ტონა დიზელი დატვირთეს. გემი მაროკოსკენ მიემართებოდა.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.




