ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მცდელობები, გააძლიეროს თავისი ყოფნა კავკასიაში, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას შემატებს რეგიონში არსებულ სიტუაციას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა იენს სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენთვის კარგად არის ცნობილი NATO-ს მისწრაფებები გააძლიეროს თავისი ყოფნა კავკასიაში და ეს, როგორც ამბობენ, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ასევე გვესმის, რომ რეალურად NATO-ს მცდელობა როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას“. - განაცხადა პესკოვმა.
ამავდროულად, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს რეგიონის ქვეყნებთან.