დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან სუელა ბრეივერმანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დანიშნა, ამ უკანასკნელის პოსტი კი ყველასთვის მოულოდნელად დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დაიკავა.
დევიდ კამერონი, რომელიც პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში იყო, პოსტიდან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან სამი თვის შემდეგ გადადგა და ამის შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში აღარ ყოფილა.