დღეს, პეპი გრძელიწინდა 75 წლის გახდა

1590386413
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნის პერსონაჟი - პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი - 1941 წელს „დაიბადა“. პირველი წიგნი 1945 წელს დაიბეჭდა. სწორედ აქედან ითვლება პეპის ასაკიც.პეპი გრძელი წინდა თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
„რადგან სახელი იყო საოცარი, პერსონაჟიც საოცარი გამოვიდა,“ - ასე ამობდა, თურმე, ასტრიდ ლინდგრენი პეპის შესახებ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს, კარინი, ასტრიდის შვილი, ფილტვების ანთებით გახდა ავად. გოგონამ დედას სთხოვა, ნაცნობი ზღაპრები არ მინდა, პეპის ამბავი მომიყევიო.
„სახელი საიდან მოვიფიქრე, ახლა ზუსტად არც მახსოვს,“ - ჰყვება ინტერვიუში უკვე დიდი კარინი, ლიტერატორი და ცნობილი მთარგმნელი, - წინასწარ არ მიფიქრია. საქმე ის არის, რომ გართობა მინდოდა და დედასთვის რაღაც კარგი იდეა უნდა მიმეწოდებინა. აი ასე - როცა მე ავად ვიყავი და სიცხიანი ვიწექი, დაიბადა პეპი“.
დღეს ასტრიდ ლინდგრენის ოჯახი პეპიზე საავტორო უფლებას ფლობს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმას, თუ რა კონტექსტში იქნება გამოყენებული ეს სახელი.
„ჩვენ თეატრებს და კინორეჟისორებს უარს არ ვეუბნებით, თუკი პროდუქტი ხარისხიანი იქნება და მკაცრად მიჰყვებიან ორიგინალს. ერთხელ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდის რეკლამისთვის გვთხოვეს პეპის სახლის გამოყენება, რაზეც კატეგორიულად, დაუფიქრებლად უარი ვთქვით. თუმცა, მაგალითად, გამოეყენებინათ თუ არა პეპი ბავშვებისთვის საგზაო წესების სახელმძღვანელოში, ცოტა ხანს ვიფიქრეთ, მაგრამ შემდეგ მათაც უარი ვუთხარით“, - ამბობს კარინ ნიმანი.