ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორსაათნახევარზე მეტი ხნის შემდეგ მოლაპარაკებები დაასრულეს. ლიდერები სამ-სამ ფორმატში შეხვდნენ ალასკაში დაგეგმილ მნიშვნელოვან სამიტზე მთავარ მრჩევლებთან ერთად, რომელმაც შესაძლოა უკრაინაში ომის მიმდინარეობა და ევროპული უსაფრთხოების ბედი განსაზღვროს, - წერს ამერიკული მედია.
მოლაპარაკების შედეგების შესახებ პრეზიდენტების პრესკონფერენცია რამდენიმე წუთში დაიწყება