რუსეთმა გაააქტიურა ჯაშუშების ქსელი უკრაინაში, კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურში, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა The Times-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსი აგენტების მიზანი უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის განხეთქილება, ასევე მოსახლეობაში ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაა.
დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის "ე.წ. დაძაბულობით".
მისივე თქმით, რუსეთი ასევე ცდილობს „დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურები საზღვარგარეთ სამუშაოდ ორი ტიპის თანამშრომლებს იყენებენ: დიპლომატიური დაფარვის ქვეშ მყოფი აგენტებს და აგენტებს, რომლებსაც „არალეგალებს“ უწოდებენ,– ამბობს დანილოვი.