უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ყირიმის მიმართულებით.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება.

5 ნოემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი ჩაძირეს.