დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ უკრაინას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას.
მისი თქმით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება უნდა მიეცეს.
"ჩემი წინადადებაა, დავასრულოთ დისკუსია "წითელი ხაზების" შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი "წითელი" ხაზი მაშინ გადაიკვეთა, როდესაც რუსები უკრაინაში შევიდნენ. ასე რომ, არ მივიღებ ამ წინაპირობას და არასოდეს მივცემ არავის უფლებას რუსეთიდან გადაწყვიტოს, რა არის სწორი, რაც უნდა გაკეთდეს NATO-ში, ევროპასა თუ უკრაინაში", - განაცხადა ფრედერიკსენმა Bloomberg-თან ინტერვიუში.