დალაი ლამა XIV არ გამორიცხავს, რომ ტიბეტის მომავალი სულიერი ლიდერი ქალი გახდეს. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ მან რიგაში ბუდიზმის სწავლებისას განაცხადა.

"ცოცხალი ადამიანების ტანჯვის თვალსაზრისით ქალები ბუნებით უფრო მგრძნობიარენი არიან. ამიტომ, მათ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშონ საზოგადოებაში. თუ დალაი ლამას შეუძლია კაცობრიობას დიდი სარგებელი მოუტანოს, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია ქალმაც გააკეთოს ", - განაცხადა დალაი ლამა XIV-მ.

გადმოცემის თანახმად, დალაი ლამას გარდაცვალების შემდგომ ბერები ეძებს მის ახალი განსახიერებას ეძებენ.

შეგახსენებთ, დალაი-ლამა — ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერია. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა. დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.