ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს - ამის შესახებ Reuters წერს და აღნიშნავს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტად ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. ჩინეთის პარლამენტის, ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) თითქმის 3 000 წევრმა ერთხმად მისცა ხმა 69 წლის სი ძინპინს პრეზიდენტად არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა.
კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ელექტრონული დათვლა დაახლოებით 15 წუთში დასრულდა