ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მოსტში რესტორანში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში გამათბობელი გადახურდა და ხანძარი გაჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა რესტორნიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 8 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. 

ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა რესტორანი მთლიანად განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.