ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
ჩეხეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა. ჩეხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიცემული ხმების დაახლოებით 90%-ია დაჯამებული, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია Ano (Akce nespokojených občanů - უკმაყოფილო მოქალაქეთა ქმედებები) დანამდვილებით იმარჯვებს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის მას კოალიციის შექმნა დასჭირდება და ამისთვის ექვსიდან ერთ-ერთ გამარჯვებულ პარტიასთან, ევროსკეპტიკოსების „ავტომობილისტები თავიანთთვის“, კოალიციის შექმნა დასჭირდება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.
პოლიტიკის ექსპერტები არჩევნების წინ გაკეთებულ პროგნოზებში დიდი ალბათობით ვარაუდობდნენ, რომ ანდრეი ბაბიშის გამარჯვების შემთხვევაში ჩეხეთის პოლიტიკა უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხებში უნგრეთის და სლოვაკეთის მმართველი პარტიების მიერ გატარებული პოლიტიკის ანალოგიური გახდება.