ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოში ჩატარებული "თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს" წარმოადგენს და ივანიშვილის რეჟიმს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. კენჭისყრას აკლდა თავისუფლება და გამჭვირვალობა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ." - წერია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე ვრცელდება.
Georgia’s municipal elections are a setback for democracy. The vote lacked freedom and transparency. We call on the authorities to respect rights to freedom of assembly and expression. We urge calm and restraint in the post-election period.
— Czech Ministry of Foreign Affairs (@CzechMFA) October 6, 2025




